2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო. შეიცვალა იმ სისტემების რეიტინგი, რომლითაც გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს. 2024-ში გზავნილებში პირველი ადგილი ევროპულმა სისტემა RIA-მ დაიკავა, რომელმაც ამ მხრივ რუსულ Zolotaya Korona-ს გადაუსწრო, რაც თავის მხრივ რუსეთიდან ფულადი გზავნილების 65%-იანი კლებით იყო განპირობებული.
ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა 2024 წელს
| სისტემა | გადმორიცხული თანხა მილიონი | ზრდა/კლება 2023 წელთან |
| Ria | $817 მილიონი; | 11% |
| Zolotaia Korona | $746 მილიონი; | -5% |
| Money Gram | $636 მილიონი; | 23% |
| Western Union | $628 მილიონი; | 23% |
| Intel Express | $406 მილიონი; | 6% |
| RicoGram | $70 მილიონი; | -46% |
| Contact | $54 მილიონი. | -81% |