2023 წლის აგვისტოში, კომერციული ბანკების მიმართ 1 635 საჩივარი დაიწერა. ყველაზე მეტი (737 პრეტენზია) მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათთან დაკავშირებით დაფიქსირდა. პრეტენზიათა სამეულშია სამომხმარებლო სესხი (282 პრეტენზია) და საკრედიტო ბარათის საკითხებიც (116). პრეტენზიები ასევე უკავშირდებოდა ინტერნეტბანკსა (66) და იპოთეკურ სესხებს (54)
პრეტენზიის ხასიათის მიხედვით, ყველაზე მეტი უკმაყოფილება გამოითქვა ტრანზაქციებთან დაკავშირებით (616), შემდეგ მოდის ადმინისტრაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიები (383) და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები(284)