კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეიჩელ ტომპსონმა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

„დიდი პატივია, საქართველოს დელეგაციის მასპინძლობა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე წლიურ შეხვედრაზე. კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი პარტნიორობა უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის და მოიცავს ეროვნული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ახლა ხდება ამ თანამშრომლობის დივერსიფიცირება სხვადასხვა მიმართულებით, რათა დაკმაყოფილდეს ქვეყნის ახალი საჭიროებები“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეიჩელ ტომპსონმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს