კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. მათი დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1 მაისიდან მოუწევთ.
ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.
ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა, ასევე, საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ამოცანებია. ზემოხსენებული ცვლილებები კონკურენტული გარემოს გააძლიერებს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით.
დღეიდან, სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების წინსწრების მაქსიმალური საკომისიო მცირდება
რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული - ირაკლკი კობახიძე თელავის სტიქიაზე
ქვეყანა იმართება ეფექტიანად - ირაკლი კობახიძე
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება დაამტკიცა
ალიევმა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის თავისუფალი ფუნქციონირება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები - „ჰააგის დეკლარაცია“