დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5262-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5250-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო პერიოდის გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5299 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.4687 ლარი იყო.