კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა თბილისის დროით 11:00 საათისთვის 122 000 დოლარს პირველად გადააჭარბა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის ზრდა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების მზარდ ინტერესთანაა დაკავშირებულია.

2025 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 25%-ით გაიზარდა. წინა მნიშვნელოვანი ნიშნული -110 ათასი დოლარი, ამ კრიპტოვალუტამ 22 მაისს გადალახა.