უქმდება ბაზრობების მოვაჭრეებისთვის ბრუნვის 3%-იანი დაბეგვრის მოთხოვნა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები,
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის 1%-იანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლიური ბრუნვის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. 3%-იანი გადასახადი კი ნებისმიერი ბრუნვის შემთხვევაში იარსებებდა, რომელზეც მოვაჭრეები 2026 წლის იანვრიდან უნდა გადასულიყვნენ.
აქვე განმარტებულია, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 1% დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ცვლილება არ ამოქმედებულა, ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვერ ფასდება.