ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს უდიდესმა ბანკებმა გასულ წელს წიაღისეული საწვავის დაფინანსება პირველად გაზარდეს 2021 წლის შემდეგ, ინფორმაციას euronews ავრცელებს.

2024 წელს, რომელიც ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იყო, 65-მა წამყვანმა ბანკმა ათასობით ნავთობისა და გაზის მსხვილ კომპანიას 869 მილიარდი დოლარი (751 მილიარდი ევრო) გადასცა, რაც 2023 წელთან შედარებით 162,5 მილიარდი დოლარით (141 მილიარდი ევროთი) მეტია.

Banking on Climate Chaos-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ამ საპირისპირო ტენდენციას ბანკების მიერ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან სწრაფ უკან დახევას უკავშირდება.

საერთო ჯამში, ბანკებმა 2016 წელს პარიზის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ წიაღისეული საწვავის მოპოვება 7.9 ტრილიონი დოლარის (6.9 ტრილიონი ევროს) ოდენობით დააფინანსეს.