ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის მარტის მაჩვენებლებით, საქართველოში 950-მდე ფინანსური ინსტიტუტია.
მათ შორის 15 კომერციული ბანკია, რომელთა შორის 13 უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი, მათი სააქციო კაპიტალი ჯამში 9.4 მლრდ ლარია. ბანკების ფილიალების საერთო რაოდენობა 139-ია, სერვისცენტრების კი 763. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 14 კომერციული ბანკი იყო.
მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 3-ით ნაკლებია.
სებ-ის ინფორმაციით, სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა ერთ წელში 181-დან 174-მდე შემცირდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების კი 720-დან 699-მდე.
გარდა ამისა, ქვეყანაში ორი საფონდო ბირჟა, 18 სადაზღვევო კომპანია, 5 საპენსიო სააგენტო და ერთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაა.