აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 460 დოლარი ღირებულების საქონელს გრანტის სახით გადმოსცემს, - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულების მიხედვით, საუბარია კავშირგაბმულობის საშუალებებსა და სხვა სახის საქონლის მიღებაზე, რომელიც დაკონკრეტებული არ არის.