ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 2024 წლის დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 61.7%-ით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 71.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წელს 186.2 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა შორის აშშ 4 პუნქტით ჩამოქვეითდა

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ მსხვილ 10 ქვეყანას შორის შარშან მე-7 ადგილს იკავებდა. ეს კი მაშინ, როცა ამერიკა 2023 წელს მესამე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა იყო.

შეგახსენებთ, 2024 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.569 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18.6%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო, საიდანაც 431.1 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა.

Bpn.ge