ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის მაისში 154.7 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით, წინა თვის 322.4 მლნ აშშ დოლარის რეკორდული შესყიდვის შემდეგ.
ჯამურად, 2023 წლის იანვარ-მაისში, სებ-მა 937.6 მლნ აშშ.
ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით ყიდულობს.
ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა.