საქართველოში მსესხებლების 11,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
2023 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 229 406 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 456 279-ს შეადგენს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 933 927 ადამიანს აქვს, ჯამში 41 658 060 194 ლარის მოცულობის.
მსესხებლების 82% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აგვისტოს მდგომარეობით, ბანკებიდან 37 875 001 404 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 585 155 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 112 147-ია.
გარდა ამისა, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 775 098 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 289 511 486 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 141 654 მსესხებელს უფიქსირდება.
21 854 ადამიანს კი ჯამში 493 547 304 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, საიდანაც ვადაგადაცილება 4 709 ადამიანს უფიქსირდება.