რეგულაციებით ნაკარნახევი ინოვაციების გარდა, ასევე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები საგადახდო სისტემებისგანვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS)სისტემის განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომელიც 2026 წელს იქნება ხელმისაწვდომი,“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსურიტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე,მიმდინარე აქტივობებსა და გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ფინტექის განვითრების სტრატეგია ხელსშეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენტუნარიანობასროგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადებული ფინტექ სტრატეგიის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიებისმიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისადა კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ერთიანიხედვის ჩამოყალიბებას, ასევე ფინტექ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ

 

ეროვნული ბანკის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერიკახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულსტუმრებს შოის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლები.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.