ევროკავშირში ექსპორტი 44%-იან, ხოლო იმპორტი 3%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ევროკავშირში 372 666.0 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 259 437.5 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 43.6%-ის დონეზეა. საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
- ფეროშენადნობები - 53 340.0 ათასი დოლარი;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 38 090.6 ათასი დოლარი;
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 36 416.5 ათასი დოლარი;
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 33 295.1 ათასი დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 30 155.3 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, აქ 2,5%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ევროკავშირიდან 2 123 742.6 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 072 479.4 ათასი დოლარის. ევროკავშირიდან განხორციელებულ პროდუქციას შორის ლიდერი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:
- მსუბუქი ავტომობილები - 356 873.7 ათასი დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 231 364.2 ათასი დოლარი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 160 744.8 ათასი დოლარი;
- სატვირთო ავტომობილები - 58 071.0 ათასი დოლარი;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 35 692.6 ათასი დოლარი;