გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, უკრაინაში Patriot-ის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩავიდა.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინას შეიარაღებას ევროპული ქვეყნების დაფინანსებით მიაწვდიდა, გერმანიასთან მიღწეული შეთანხმების წყალობით უკრაინაში ერთ კვირის ვადაში ერთ-ერთი Patriot-ის სისტემა და დამატებითი რაკეტები უკვე ჩასული იყო.

გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯით პენტაგონმა და თეთრმა სახლმა სცადეს ევროპული ქვეყნები დაერწმუნებინათ, რომ რისკზე წასულიყვნენ და საკუთარი არსენალიდან არსებული საშუალებები კიევს მიეწოდებინათ, იმ იმედით, რომ აშშ მოგვიანებით შეავსებდა მათ მარაგებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს რთული ამოცანაა, რადგან მათი Patriot-ები, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში ჩანაცვლდება.

ამ კვირის დასაწყისში ბერლინმა ვაშინგტონთან ახალი შეთანხმება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც უკრაინას დამატებით ხუთი ბატარეა გადაეცემა.

გერმანია ორი სისტემისთვის ფინანსებს გამოყოფს, ხოლო ნორვეგიამ მესამე სისტემის დაფინანსებაზე აიღო ვალდებულება.

tabula.ge