2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა წინა წლის ნიშნულთან შედარებით და ზრდამ 106% შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი, 80%-იანი აღდგენა ფიქსირდება, ნათქვამია TBC კაპიტალის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.
იმავე პერიოდში, საქართველოს მეზობელი ქვეყნების წილმა საერთაშორისო ვიზიტორთა 65% შეადგინა, რაც ნაკლებია 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, რომელიც 78%-ს შეადგენდა.
2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენის კვალდაკვალ, 137%-იანი აღდგენაა საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლებში, 2019 წლის დონესთან შედარებით. მითითებულ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა შემდეგი ქვეყნები: რუსეთი თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და უკრაინა.
აღნიშნულ პერიოდში, ოთახის საშუალო ღირებულება საქართველოს დიდ სასტუმროებში 112$-ს უტოლდება. საშუალო დატვირთულობა მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის შეადგენს 36%-ს, დიდი სასტუმროებისთვის 48%-ს, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს, ნათქვამია მიმოხილვაში.
137%-იანი აღდგენაა საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებულ შემოსავლებში - TBC კაპიტალი
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო