29 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7664 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.06%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5826 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.62%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 20.0963-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.02%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 385.5800-ის ნიშნულზე იყო.