კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები უმნიშვნელოდ, მაგრამ შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მომხმარებლების მხრიდან საბანკო სექტორის წინააღმდეგ 1 654 პრეტენზია დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2 408 იყო.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებისგან ყველაზე მეტი - 848 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება 323 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 180 განაცხადით და ა.შ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში პრეტენზიების ხუთეულში შედიან:
მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 865 განაცხადი;
სამომხმარებლო სესხი - 186 განაცხადი;
ინტერნეტბანკი – 128 განაცხადი;
საკრედიტო ბარათი - 70 განაცხადი;
იპოთეკური სესხი — 59 განაცხადი.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში 1 654 საჩივრიდან ბანკებმა 1 052 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 254 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 339 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 9-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.