2023 წლის 10 თვეში საქართველოში 25 809 020 აშშ დოლარის 6 361 ტონა ყავა შემოვიდა.  იმპორტი  ყველაზე დიდი რაოდენობით ინდონეზიიდან განხორციელდა $6 786 720-ის 2 701 ტონა. მეორე ადგილზეა იტალია  $3 534 580  287 ტონა და რუსეთიდან  $3 059 830-ის 567 ტონა. თანხობრივად შედარებით ნაკლები $ 2 364 230 -ის  1096 ტონა ყავა შემოვიდა ვიეტნამიდან.

ექსპორტზე გავიდა 1 293 770 აშშ დოლარის 297 ტონა ყავა, ყველაზე მეტი ყავა გავიდა რუსეთში ($813 300), სომხეთში ($221 700) და ირანში ($165 920)

2022 წლის 10 თვეში 22 093 180 აშშ დოლარის  6059  ტონა ყავა შემოვიდა, ხუთეულშია  ინდონეზია, რუსეთი, გერმანია, იტალია და ვიეტნამი.

რაც შეეხება ექსპორტს  - საქართველოდან 2022 წლის 10 თვეში  1 516 890 აშშ დოლარის 400 ტონა ყავა გავიდა.