დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რომში ფიუმიჩინოს ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში იფრენს. ავიაკომპანია აეროპორტს 31 მარტიდან შეცვლის, 30 მარტის ჩათვლით კი ფრენები ფიუმიჩინოს აეროპორტში შესრულდება. ამის შესახებ Wizz Air-ის აპლიკაციაშია მითითებული.

„კომერსანტი“ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია  Wizz Air-თან შეეცადა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ოფიციალურად ინფორმაციას ქუთაისი-რომის რეისზე რომის აეროპორტების ცვლილებასთან დაკავშირებით ვერც Wizz Air-ის საქართველოს წარმომადგენლობაში ადასტურებენ აქვთ.

Wizz Air ქუთაისიდან ამჟამად იტალიის ორ ქალაქში - რომსა და მილანში დაფრინავს.