ვქმნით ფონდს, რომელიც წარმატებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარება, რომ მათ ბანკის ალტერნატივა ჰქონდეთ, - ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა  “ბიზნესპარტნიორის”  ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფონდში "აწარმოე საქართველოში" ლიმიტირებული პარტნიორი იქნება და მას გადაწყვეტილების მიღების როლი არ ექნება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კაპიტალურ ბანკებში შევედით და 10-ზე მეტმა კომპანიამ ამ პროგრამის ფარგლებში ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. 2 კვირაში შეხვედრა გვექნება, სააგენტო შექმნის ფონდს და დანარჩენი თანხის მოზიდვა სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოხდება. მათ შორის,  პარტნიორები იქნებიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ასევე, შეიძლება იყოს კერძო ინვესტორები როგორც უცხოელი, ისე ქართველი. 17 აპრილს ჩვენ  შეხვედრა გვაქვს პოტენციურ პარტნიორებთან. ეს იქნება მცირე  და საშუალო ფონდი, რომელიც წარმატებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარება, რომ მათ ბანკის ალტერნატივა ჰქონდეთ. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა განვითარდა ბანკებთან ერთად კაპიტალური ბაზარი შეიქმნა", - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

ბიზნესპარტნიორი