ეკონომიკის შენელებისა და მწვანე ენერგიის ზრდის მიუხედავად, ნავთობი მსოფლიოში წამყვან ენერგორესურსად რჩება. საერთაშორისო ენერგეტიკის ინსტიტუტის 2024 წლის მონაცემებით, შარშან მსოფლიოში ნავთობის დაახლოებით, 61% მხოლოდ 10 ქვეყანამ მოიხმარა.
ამავე რეიტინგის მიხედვით, 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა დღეში 19 მილიონი ბარელი ნავთობი მოიხმარა, რაც გლობალური მოხმარების 18.7%-ს შეადგენს. აშშ-ში მოხმარების დაახლოებით 70% ტრანსპორტის სექტორზე მოდის, შემდეგ სამრეწველო გამოყენებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა პლასტმასის ნედლეული და სხვა.
ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე მომხმარებელია, რომელიც მსოფლიო მთლიანი ნავთობის 16.1%-ს მოიხმარს.
შემდეგია ინდოეთი, რომელიც 2024 წელს გლობალური ნავთობის წილის 5.5% მოიხმარა. სავარაუდოდ, ინდოეთი 2030 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მთავარი ძალა გახდება.
მსოფლიოს 10 უდიდესი ნავთობის მომხმარებელი ქვეყნების ათეული გამოიყურება ასე:
- აშშ დღეში 19 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 18.7%.
- ჩინეთი დღეში 16.4 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 16.1%.
- ინდოეთი დღეში 5.6 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 5.5%.
- საუდის არაბეთი დღეში 4.0 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.9%.
- რუსეთი დღეში 3.8 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.8%.
- იაპონია 3.2 დღეში მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.2%.
- სამხრეთ კორეა დღეში 2.9 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.9%.
- ბრაზილია დღეში 2.6 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.5%.
- კანადა დღეში 2.3 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.3%.
- გერმანია დღეში 2.1 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.0%.
წყარო: visualcapitalist.com bpn.ge