„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, 2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში ფულადი სანქციების ამოქმედდება მათთვის, ვინც უცხოელებს დასაბუთებისა და ნებართვის გარეშე დაასაქმებენ.
უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი, ფულადი სანქცია ორმაგდება.
შეგახსენებთ, მარტიდან უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, დამსაქმებლებმა კი მათი საჭიროება უნდა დაასაბუთონ.