თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. იანვარ-ნოემბერში თურქეთის წილი საქართველოს ექსპორტში 7%-ია (388.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 16.6%-ი (2.3 მლრდ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა თურქეთიდან საქართველოში სამკურნალო და სარეცხი საშუალებების იმპორტი, ხოლო თითქმის განახევრდა ფეროშენადნობების ექსპორტი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც თურქეთში გადის:
- ელექტროენერგია - $94 მლნ;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - $52.8 მლნ;
- ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - $32 მლნ;
- ფეროშენადნობები - $30.7 მლნ.
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი – $11 მლნ.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც თურქეთიდან შემოგვაქვს:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $136 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $78.9 მლნ
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $56 მლნ
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $53 მლნ;
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $43.6 მლნ.