ოკუპირებული აფხაზეთში ენერგოკრიზისის ფონზე, ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ლევან მიკაასთან და ილია გულიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის 40%-ის საფასურს გადაიხდის, “სურათი სულ სხვაგვარი იქნება”.
მებონიამ აფხაზ ოპოზიციონერებს დაუსვა კითხვა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს დე ფაქტო რესპუბლიკაში, რაზეც მიკაამ უპასუხა, რომ 244 000.
“თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ როდესაც ღამით ინტერნეტი გამორთული იყო, მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონი კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი დღეში. ახლა თითქმის 98% აფხაზეთში მიდის. ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ ელექტროენერგიას საკუთარი საჭიროებების დასაფარად”, – განაცხადა მებონიამ.
მიკაამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფხაზურ მხარეს უფასო გენერაციის 40% აქვს, რაზეც მებონიამ უპასუხა, რომ ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა, “უბრალოდ აფხაზური მხარე არ იხდის გადასახადს”. მიკაამ მებონიას დაუსვა კითხვა, შესაძლებელია თუ არა გამომუშავების 20%-ის შეძენა.
“არა. თუ გადაიხდით, 40%-ის საფასურს, სურათი სულ სხვაგვარი იქნება. ჩვენ, მაგალითად, არ გავგზავნით (ელექტროენერგიას) ექსპორტზე, წყალს დავზოგავთ”, – ამბობს ენგურჰესის დირექტორი.