წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“, აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდებოდა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და აუქციონი ვერ შედგა.

მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 7 ივნისს გამოიტანა.

პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო  წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარს შეადგენდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

წყარო: gbc.ge