შვეიცარიული საბანკო-საფინანსო გიგანტის, UBS-ის პროგნოზით, წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 75 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 8 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ს ნავთობის მიწოდების გაზრდის საშუალება არ აქვს, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფასების სტაბილურობა იქნება მოსალოდნელი. ასევე, UBS-ის ექსპერტები შემცირებულ რისკებს ხედავენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, UBS-ში ელიან, რომ წლის ბოლომდე მოთხოვნა მკვეთრად არცერთ რეგიონში არ გაიზრდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელებულია, ხოლო აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯები შემცირებულია.

bm.ge