"ტრამპის ტარიფებზე ერთადერთი სწორი პასუხი — საკუთარი ტარიფების გაუქმებაა," - ასე ფიქრობენ პარტია "გირჩში". როგორც მათ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, ეს ეკონომიკურად სწორი სვლაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელიც მოჰყვება.
"გარდა იმისა, რომ ეს ეკონომიკურად სწორი სვლაა, მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელიც მოჰყვება.ისრაელის მთავრობამ ტარიფები უკვე გააუქმა. ვიეტნამის მთავრობამ გამოთქვა ამის მზადყოფნა და ტრამპთან შემდგარი საუბრის შედეგად თავისუფალი ვაჭრობისკენ სვლაზე შეთანხმდა. იგივე მიმართულება აირჩია არგენტინამ, სადაც ასევე დაიწყო ტარიფების გაუქმება.თუ საქართველოც შეუერთდება ამ ქვეყნებს, ჩვენ მივიღებთ შანსს, სრულად გავხსნათ აშშ-ს ბაზარი და ჩვენს მოქალაქეებს გავუხსნათ თავისუფალი წვდომა ამერიკულ პროდუქციაზე. ამისთვის, საჭიროა აშშ-თან ვაჭრობაში გაუქმდეს როგორც უშუალოდ სავაჭრო ტარიფები, ასევე 18%-იანი დღგ, რომელსაც იხდიან ჩვენი კომპანიები და ჩვენი მოქალაქეებიც, ე.წ. 300 ლარიან ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.წარმოიდგინეთ, რა შანსი გვაქვს: ერთი მხრივ, ვიყიდოთ უამრავი პროდუქცია ამერიკიდან ბევრად უფრო იაფად, ვიდრე ახლა ვყიდულობთ, მეორე მხრივ კი, ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ შანსი ივაჭრონ ამერიკაში ბარიერებს გარეშე! და თან ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების ფონზე. რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს? და ვინ იტყვის ამ შანსზე უარს, თუ არა ქვეყნისთვის ბოროტის მოსურნე?" - წერია მათ პოსტში.