2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ჯამში 45 619.9 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით კი 38 543.2 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიური ზრდა 18%-ს შეადგენს.

საქართველოში იმპორტირებული სუნამოების დიდი წილი ქვეყანაში საფრანგეთიდან შემოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სუნამოების იმპორტს ახორციელებს:

  • საფრანგეთი - 14 214.7 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 6 399.2 ათასი დოლარი;
  • იტალია - 4 592.9 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3 212.2 ათასი დოლარი;
  • ბელგია - 2 658.7 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 43 246.3 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოები და ტუალეტის წყალი იყიდა, ხოლო 2023 წელს - 43 246.3 ათასი დოლარის. 

businessinsider.ge