მარტში თბილისში საშუალო გასაქირავებელი ფასი 4.5%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით და 13.2$-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში ქირის ფასის ზრდამ 101% შეადგინა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 12.1%-ს გაუტოლდა, რაც 3.7 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს.
„ბაზრის ძირითადი პარამეტრების თიბისი კაპიტალის პროგნოზი უცვლელი რჩება. მთავარი ფაქტორები, რომელიც ბაზარზე დადებითად მოქმედებს, არის ლარის კურსის გამყარება და ისტორიულად მაღალი ამონაგები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 71%-ით არის გაზრდილი, რაც მომავალში ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. ამის გამო შესაძლოა, ბაზრის კორექცია, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან იყო მოსალოდნელი, უფრო ადრე დაიწყოს“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.