წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 %-ით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 %-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5% შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2016-2023 წლების I კვარტალის ბოლოსათვის.