საქართველოში მარცვლოვანი კულტურების იმპორტი 11-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 142.5 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული, რაც 2014 წლის შემდეგ რეკორდული ნიშნულია. უფრო კონკრეტულად, 2014 წელს ქვეყანაში 150.2 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველოში იმპორტირებული მარცვლეულის უდიდესი წილი - 72% რუსეთზე მოდიოდა. მას კი 17%-იანი წილით ყაზახეთი მოსდევდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში მარცვლეულის იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ბაზრიდან განხორციელდა:

  • რუსეთი - 102.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • ყაზახეთი - 23.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • ინდოეთი - 6.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • თურქეთი - 3.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • პაკისტანი - 1.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.

ამასთანავე, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულ მარცვლეულში უდიდესი წილი ხორბალზე და მესლინზე მოდიოდა, მას კი მოსდევდა სიმინდი და ბრინჯი.

უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული მარცვლეულის ღირებულება კულტურების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

  • ხორბალი და მესლინი - 115 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • სიმინდი - 11.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • ბრინჯი - 11.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • წიწიბურა, ფეტვი - 3.46 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
  • ქერი - 607.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
  • შვრია - 281.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
  • სორგო მარცვლოვანი - 3.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
  • ჭვავი - 1.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.

www.bpn.ge