საქართველოს ყავა წელს 50%-ით გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 30,3 მლნ აშშ დოლარის 4226 ტონა ყავა შემოვიტანეთ, გასულ წელს კი, 20,9 მლნ აშშ დოლარის 4399 ტონა. მონაცემები აჩვენებს, რომ მოცულობით ყავის იმპორტი შემცირდა, სამაგიეროდ, მასში დაახლოებით 10 მლნ დოლარით მეტი გადავიხადეთ.

ყავის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოსთვის, წელს, ინდონეზიაა. მეორე ადგილზე რუსეთია, მესამეზე კი ვიეტნამი.

TOP-იმპორტიორი ქვეყნები 2025 წლის 7 თვის მონაცემებით:

  • ინდონეზია - 8,8 მლნ აშშ დოლარი - 1 721 ტონა
  • რუსეთი - 5,2 მლნ აშშ დოლარი - 564 ტონა
  • ვიეტნამი - 4,7 მლნ აშშ დოლარი - 922 ტონა
  • იტალია - 3,8 მლნ აშშ დოლარი - 276 ტონა
  • გერმანია - 1,6 მლნ აშშ დოლარი - 158 ტონა
  • საფრანგეთ - 1 მლნ აშშ დოლარი - 78 ტონა
  • სომხეთი - 941 600 აშშ დოლარი - 133 ტონა
  • თურქეთი - 833 600 აშშ დოლარი - 84 ტონა
  • ავსტრია - 547 100 აშშ დოლარი - 38 ტონა
  • ნიდერლანდები - 438 200 აშშ დოლარი - 37 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ყავის ექსპორტიც გაზრდილია. თუმცა მისი რაოდენობა იმპორტთან შედარებით მცირეა. კერძოდ, 7 თვეში ქვეყნიდან 1,5 მლნ აშშ დოლარის 229 ტონა ყავა გავიდა, მაშინ როცა გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 911 600 აშშ დოლარის 157 ტონა ყავის ექსპორტი დაფიქსირდა. მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა სომხეთია, რომელზეც წელს 215 ტონა და 1,1 მლნ აშშ დოლარის ყავის ექსპორტი მოდის.

bm.ge