საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობა 6.8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით
2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 9.5 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტია (9.3 მილიონი ტონა).
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით, ჯამურად, 6.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1% - ით მეტია.
რაც შეეხება რკინიგზას, ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 3.2 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.0%-ით მეტია.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.01 ათასი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4%-ით აჭარბებს.
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში შეადგინა 2.8 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 147,021 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.4%-ით მეტია (101,093 TEU).
ამასთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 124,256 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66.0%-ით მეტია (74,853 TEU).