მთელი საბერძნეთის მასშტაბით ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს. ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო კრიმინალური ქსელი, რომელსაც ბრალად ედება, თაღლითური გზით, საბერძნეთის სასოფლო-სამეურნეო და საგარანტიო დახმარების (OPEKEPE) სააგენტოსა და ევროკავშირითვის ზარალის მიყენება. ათობით პირი, ყალბი დეკლარაციების მეშვეობით, უკანონო სუბსიდიების მიღებაშია მხილებული. მათ საფრთხეს შეუქმნის როგორც ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკას, ასევე ევროკავშირის ფონდებს.

ამ დროისთვის 37 ადამიანია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არის კრიმინალური ჯგუფის ორი სავარაუდო ლიდერი. 36 წლის და 38 წლის ასაკის ეს ორი პირი, შესაბამისად, კუნძულ კრეტაზე და იანიცაში დააკავეს.

უკანონო სუბსიდიებით მიღებული თანხის ოდენობა, სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

დაკავებები ფინანსური პოლიციისა და ევროპის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

36 წლის პირი, რომელიც კრეტაზე დააკავეს, დოკუმენტების მიმღებ ცენტრებში მუშაობდა, ხოლო 38 წლის მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფერმერია, სავარაუდოდ, პოულობდა პიროვნებებს და მიწის ნაკვეთებს, რომლებიც დეკლარირებული არ იყო.

იმავე წყაროების თანახმად, კიდევ 11 ადამიანი ერთდროულად მიწის მესაკუთრეც იყო და მოიჯარეც.

როგორ მიიღეს მათ უკანონო სუბსიდიები

კრიმალური ქსელის მოქმედების სქემა ასეთი იყო: ისინი შედიოდნენ სისტემაში, რათა ეპოვათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე დეკლარირებული არ ყოფილა, შემდეგ კი ამ ნაკვეთების შესწავლას იწყებდნენ. ამის შემდეგ, ისინი ამ ნაკვეთს ვინმე ნაცნობის სახელზე აფორმებდნენ სუბსიდიის მისაღებად, ან ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ მიწის ნაკვეთს, რომელიც გაფორმებული არ ჰქონდათ და დებდნენ ყალბ შეთანხმებებს მესამე პირებთან, რომლებიც სუბსიდიას მიიღებდნენ.

წყარო: 1 არხი