ქალაქ გრავლინის სანაპიროზე ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ტრაგიკული დღის სიმბოლოდ იქცა - ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობას კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ორი მამაკაცი და ორი ქალი მცირე ზომის ნავით ინგლისში გადასვლას ცდილობდა. ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი ნავზე ასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ბულონ-სიურ-მერის მახლობლად, ეკიჰენ-პლაჟთან მოხდა.
ტრაგედია ლა-მანშის სრუტეში, ეკიჰენ-პლაჟთან, 9 აპრილის დილას მოხდა. ეკიენ-პლაჟთან უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანა დაახლოებით დილის 7:30 საათზე მივიდა.
ხელისუფლების ცნობით, მობილური ჟანდარმები და მეხანძრეები წყალში შევიდნენ „ ადამიანების, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად “. კიდევ ოცდათვრამეტი მიგრანტი (რომელთაგან სამი სტაბილურ მდგომარეობაშია, მათ შორის ორი ბავშვი) ეკიენ-პლაჟის პირველადი დახმარების პუნქტში გადაიყვანეს, სადაც სამოქალაქო დაცვის სამსახურები იყვნენ განლაგებულნი.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში დახმარება გაეწია 40-ზე მეტ ადამიანს, ჰოსპიტალიზებულია ორი ბავშვი.