საქართველოში ყავის იმპორტი შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 34 942.2 ათასი დოლარის ღირებულების 4 791.9 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 945.3 ტონა. ყავის იმპორტის კლება 3%-ის დონეზეა.

საქართველოსთვის ყავის შესაძენად მთავარი ბაზარი ინდონეზიაა. სწორედ ინდონეზიაზე მოდის საქართველოში ყავის იმპორტის 41%.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია - 1 972.8 ტონა;
  • ვიეტნამი - 922.2 ტონა;
  • რუსეთი - 666.7 ტონა;
  • იტალია - 325.2 ტონა;
  • გერმანია - 194.9 ტონა;

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობით ყავის იმპორტი 2022 წელს დაფიქსირდა. 2022 წელს ქვეყანამ სულ 7 660.0 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი საქართველოში 7 276.6 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა. 

businessinsider.ge