საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვრების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2.624 მლნ დოლარის წვრილფეხა საქონელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 360%-ით აღემატება. 2024 წლის ორ თვეში ცხვრების და თხების ექსპორტიდან შემოსავალმა 572 ათასი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ცხვარი და თხა ქვეყნიდან მხოლოდ 2021 წელს გავიდა - 2.458 მლნ დოლარის. თუმცა ბოლო 11 წლის განმავლობაში წლევანდელი ექსპორტი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი 2014 წლიდან არია).
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც წელს ქართული ცხვარი და თხა გავიდა, ასე გამოიყურება:
- საუდის არაბეთი - 2.357 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 142.1 ათასი დოლარი
- ქუვეითი - 125.6 ათასი დოლარი
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყნიდან 36.272 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი თხები და ცხვრები გავიდა. ყველაზე დიდი მოცულობის - 20.210 მლნ დოლარის საუდის არაბეთში, მეორე ადგილზე იყო - აზერბაიჯანი 14.210 მლნ დოლარით და მესამეზე კატარი, სადაც გასულ წელს 721.9 ათასი დოლარის ცოცხალი ცხვარი და თხა გაიყიდა.
წყარო: bpn.ge