საქართველოდან ინკუბირებისთვის განკუთვნილი კვერცხის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან ექსპორტზე 3.128 მლნ დოლარის ღირებულების 8.202 მლნ ერთეული კვერცხი გავიდა. ეს კი გასულ წელთან შედარებით 65.2%-ით მეტია, 2014 წელთან შედარებით კი (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი სწორედ ამ წლიდან იძებნება) 412.8%-ით.
უფრო კონკრეტულად, 2014 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გავიდა 610.04 ათასი დოლარის ღირებულების 1.753 მლნ ერთეული ინკუბირებისთვის განკუთვნილი კვერცხი გავიდა, 2023 წლის შვიდ თვეში კი 1.893 მლნ დოლარის 5.286 მლნ ერთეული.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, როგორც 2023-ში, ყველაზე დიდი რაოდენობით კვერცხის ადგილობრივი ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა - 2.240 მლნ დოლარის ღირებულების 6 054 420 ერთეული. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ინკუბირებისთვის განკუთვნილი კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთი იყო - 888.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 147 640 ერთეულის.