"როგორც ყაზახეთისათვის ასევე საქართველოსათვის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის  განვითარება პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს," - ამის შესახებ "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილმა "კომერსანტს" განუცხადა. ამის დასტურად სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხების ექსპერტი იშველიებს ორი ქვეყნის მსოფლიო ბანკის Logistics Perfomanse Index (LPI)-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2023 წელს LPI-ის საქართველოს და ყაზახეთს ერთნაირი 2.7 ქულიანი შეფასებით  79 – ე საფეხური უკავიათ.

"აღნიშნული ინდექსის მიხედვით ფასდება ნებისმიერი ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობები, ამასთან შეფასება ხორციელდება ექვსი ქვეკომპონენტის მიხედვით. 

2.7 ქულა  – ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოთა რანგს განეკუთვნება, აღნიშნული შეფასება  მნიშვნელოვნად  ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების ქვეყნების მაჩვენებლებს, რომელიც 3.2 დან – 3.6 მდე ფარგლებში მერყეობს. 

საქართველოს დევანდელი 2.7 ქულა ვერ ჩაითვლება, ლოგისტიკური შესაძლებლობების ამბიციის მქონე ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად.

გასათვალისწინებელი ის გარემოება, ლოგისტიკური ინდექსის (LPI), ექვსიდან ერთ – ერთი ძირითადი ქვეკომპონენტის – ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს  – 2.3 ქულით, მსოფლიოში, არცთუ მაღალი – 108 – ე ადგილი უკავია.

საქართველო, ლოგისტიკის ინდექსის ინფრასტრუქტურის ქვეკომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 – ე საფეხური, სომხეთი – 76 – ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე – 80 საფეხური, ბელარუსი  და რუსეთი –  68 – ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკარაინა  –  89 – ე საფეხური.

ფაქტიურად ინფრასტრუქტურის მდომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.

ლოგისტიკური ინდექსის ანალიზი, ნათლად მიუთითებს, ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განუვითარების აუცილებლობაზე, ამასთან მისასალმებელია ფოთის ნავსადგურში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის განხორციელება,"  - ეუბნება "კომერსანტს" პაატა ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ, 2025 წელს იგეგმება, ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიით ახალი მუტიმოდალური ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება. მულტიმოდალური ტერმინალი ფოთში პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ერთ – ერთ საყრდენ  წერტილს წარმოადგენს.

ყაზახური კომპანიის, PTC Holding-ის, პროექტის სავარაუდო ღირებულება  10 მლნ დოლარია.  ტერმინალი განთავსებულია 8 ჰექტარ ფართობზე, მისი წლიური სიმძლავრე – 80 000 TEU. ერთდროულად შესაძლებელია საკონტეინერო მოედანზე 6 000 TEU ს დამუშავება.