„თუ არ გავაქტიურდებით, ჩამოვყალიბდეთ სატრანზიტო ქვეყნად და ეს ძალიან საწყენი იქნება” - ამის შესახებ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ TV36-ის გადაცემაში „თავისუფალი ბიზნესი“ განაცხადა.
მისი მტკიცებით, საქართველო ენერგეტიკას სათანადოდ ვერ მართავს, არის დიდი ბიუროკრატია. მელიქიძის განმარტებით, იმას, რასაც სჭირდება 6 თვე, ჩვენთან სჭირდება 2 წელი. ინვესტორი კი ყველაფერს ფულსა და დროში ითვლის. ამიტომაც, მაია მელიქიძის თქმით, საქართველოს ენერგოსექტორი საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს.
მისი განმარტებით, საქართველოს სამეზობლომ, ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა და, რესურსების ნაკლებობის მიუხედავად, ბევრად დაწინაურდნენ. იმ რეალობაში, როცა ევროპა მკაფიოდ ამბობს, არ მიიღებს არაგანახლებადი ენერგიებიდან წარმოებულ ენერგიას, საქართველოს ჰიდრორესურსის მხოლო მეოთხედი, 25%, აქვს ათვისებული, 75% ასათვისებელია.