ბოლო დროს რიგ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაძვირდა კვერცხი. ე.წ. "კვერცხის ინფლაციამ" გავლენა მოახდინა მიწოდების ჯაჭვზეც - ფასის ზრდასთან ერთად, შეიქმნა მისი დეფიციტიც.
მედიაში ვრცელდება აშშ-ის მარკეტებში გადაღებული ვიდეოებიც, სადაც მყიდველებს შორის კვერცხისთვის ნამდვილი ხელჩართული ბრძოლაა გამართული.
ბოლო რამდენიმე თვეა, აშშ-ში კვერცხის ფასი საშუალოდ 15%-ით გაიზარდა. ფაქტორებად, ფრინველის გრიპის გავრცელებას (რამაც ქათმების გაწყვეტა გამოიწვია) და წარმოების ხარჯების მატებას ასახლებენ.
Numbeo-ს მიხედვით, 12 საშუალო ზომის ქათმის კვერცხი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ინდოეთში.
5 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირია:
- შვეიცარია: 6.61 დოლარი
- ახალი ზელანდია: 6.12 დოლარი
- ნიდერლანდები: 4.34 დოლარი
- ავსტრია: 4.11 დოლარი
- ავსტრალია: 4.09 დოლარი
- აშშ: 3.91 დოლარი
5 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე იაფია:
- ინდოეთი: 0.95 დოლარი
- რუსეთი: 1.35 დოლარი
- ინდონეზია: 1.56 აშშ დოლარი
- ჩინეთი: 1.62 დოლარი
- მალაიზია: 1.91 დოლარი
რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს მიხედვით, აქ 12 ცალი საშუალო ზომის კვერცხი 2.32 დოლარი ღირს, აზერბაიჯანში - 1.37 დოლარი, სომხეთში - 2.31 დოლარი, თურქეთში - 1.67 დოლარი.
ცნობისათვის, Numbeo-ს რეიტინგში სულ 127 ქვეყნის მონაცემია შეყვანილი.
წყარო: bpn.ge