პოპულარული ვებგვერდი Numbeo კომუნალურების ფასებთან დაკავშირებით 96 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს. სტატიაში მოცემულია 75 კვადრატული მეტრის ფართის ბინისთვის თვიურად საჭირო ელექტროენერგიის, გათბობის, გაგრილების, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გაანგარიშებით.

ამის გათვალისწინებით, საქართველოში თვეში კომუნალურებისთვის საშუალოდ დაახლოებით 60 დოლარია საჭირო. კომუნალური გადასახადები საქართველოზე იაფი თურქეთსა (55 დოლარი) და აზერბაიჯანშია (50 დოლარი).

სომხეთსა და რუსეთში კომუნალურები საქართველოზე ძვირია. სომხეთში 105 დოლარი, რუსეთში კი 90 დოლარი ჯდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნალურები ყველაზე ძვირი გამოკვლეულ ქვეყნებს შორის არის ავსტრიაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქვეყნებში გადასახადები ხშირად 200-250 დოლარს აჭარბებს. 

წყარო: tia.ge