მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1,9 ლარით გაიზარდა და 253,7 ლარი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის მაისთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 8,6 ლარით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1,6 ლარით გაიზარდა და 224,7 ლარი შეადგინა.