მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე 24 981.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის რვა თვეში კი 31 835.8 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 21,5%-ის დონეზეა. სტატისტიკის მიხედვით საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:
- მსუბუქი ავტომობილები - 7 097.9 ათასი დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4 801.6 ათასი დოლარი;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 1 137.7 ათასი დოლარი;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 960.1 ათასი დოლარი;
- ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით - 682.4 ათასი დოლარი;
რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტს კლება 0.5%-ია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 197 827.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 198 767.3 ათასი დოლარის. ნომერ პირველი პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს სატელეფონო აპარატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 91 286.1 ათასი დოლარი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 11 436.3 ათასი დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 8 838.2 ათასი დოლარი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 6 645.6 ათასი დოლარი;
- მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - 5 965.6 ათასი დოლარი;