საქართველოს ეკონომიკა ვლისის თვეში ქვეყნის მშპ 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლების ტენდენცია დადებითია და მოლოდინიც პოზიტიურია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად გრძნობს თითოეული ოჯახი ეკონომიკურ ზრდა და თანაბრად ნაწილდება თუ არა სტატისტიკური სიკეთე ადამიანებზე?
2024 წლის მიმდინე პერიოდი მართლაც კარგად გამოიყურება. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ იანვარში მშპ - 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში - 9.5%-ით, მარტში - 8.2%-ით, აპრილში - 11.8%-ით, მაისში - 9.2%-ით, ივნისში - 7.5%-ით, ხოლო ივლისში 13%-ით. 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღგ-ის გადამხდელი კომპანიების, ანუ კერძო სექტორის ბრუნვამ, რამაც ივლისში 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ით მეტია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, 2024 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ასევე ვაჭრობის და ტურიზმის სექტორებმა.
სტატისტიკა მართლაც კარგად გამოიყურება და მოლოდინიც დადებითია. მეტიც, სხვადასხვა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მაგალითად „გალტ ენდ თაგარტმა" იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ით 8%-მდე გაზარდა.
საინტერესოა, რამდენად გრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, მოსახლოების კეთილდღეობა იზრდება. მართალია, პრობლემები გვაქვს, მაგრამ ტენდენცია აშკარად ზრდისკენ არის მიმართული.
„საქართველოს ეკიონომიკამ საკმაოდ მაღალი ზრდა დააფიქსირა ივლისის თვეში. 13%-იანი ზრდა არ არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ზოგიერთ თვეში გვქონია ამაზე უფრო მაღალი შედეგი. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში იყო 14%-ზე მეტი ზრდა, მაგრამ მაშინდელი მაჩვენებელი ეფუძნებოდა წინა წლის ვარდნას. 2021-2022-წლების ჯამურ შედეგს თუ ავიღებთ, გამოდის სადღაც 8%-ზე ოდნავ მეტი და 2023 და მიმდინარე 2024 წელი რომ განვიხილოთ, გამოდის 19%-ზე მეტი, ამიტომ ეს ზრდა განსაკუთრებით ფასეული და აღსაღნიშნავია. მართალია, რეკორდული არ არის, მაგრამ საკმაოდ სოლიდური წინსვლა დაფიქსირდა.
აშშ-ს და ევროკავშირსთან შედარებით საკმაოდ მოწინავე პოზიციები გვაქვს. მაგალითად პენდემიმდელ პერიოდთან, 2019 წლის ივლისთან, შედარებით დაახლოებით 36%-იანი ზრდა გვაქვს, მაშინ, როდესაც აშშ-ში 9%-მდეა ეკონომიკური ზრდა, ხოლო ევროკავშირში სადღაც 6%-ის ფარგლებშია.
ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა, როგორც ადგილობრივმა რეალურმა სექტორმა, ისე მომსახურების სფერომ და საერთაშორისო გადაზიდვებში საქართველოს აქტიურმა ჩართულობამ, როდესაც ტვირთების მზარდი რაოდენობა მოძრაობს ჩვენი ქვეყნის გავლით. ექსპორტის მოცულობა ავიდა ისტორიულ მაქსიმუმზე, თითქმის 700 მილიონ დალარამდე იყო მხოლოდ ერთ თვეში. რომ ავიღოთ უფრო გრძელვადიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ყოველ პროცენტზე მოდიოდა ექსპორტის ზრდა 2.2%-ის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უფრო აქტიურად არის ჩართული შრომის საერთაშორისო დანაწილებასა, გლობალურ ეკონომიკაში კი მისი როლი და მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.
ჩვენ ახლა გვაქვს უმუშევრობის ისტორიულად ყველაზე დაბალი დონე, დასაქმება გაიზარდა. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ დაქირავებით დასაქმებუთლა ხელფასის მატებამ, ერთ თვეზე გადაანგარიშებით, წინა წელთან შედარებით, შეადგინა სადღაც 35 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის საქართველოს 1 600 შინამეურნეობის წლიური შემოსავალი ეკვივალენტური თანხა. ანუ, ეს ხალხი დამატებით რომ არ დასაქმებულიყო, მოსახლეობის შემოსავლები იქნებოდა იმაზე ნაკლები, რაც ეკვივალენტურია 1 600 ოჯახის წლიური შემოსავლების. ასე, რომ ფაქტობრივად მოსახლოების კეთილდღეობაც იზრდება. მართალია, პრობლემები გვაქვს, მაგრამ ტენდენცია აშკარად ზრდისკენ არის მიმართული", - ამბობს სოსო არჩვაძე.
აქვე საინტერეოა, ეკონომიკაზე რაიმე გავლენა იქონია თუ არა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონმა, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის ამოქმედება რიგ პრობლემას მოიტანდა.
სოსო არჩვაძემ განაცახადა, რომ კანონის პირდაპირი ასახვა და მისი ეკონომიკაში გამოვლენა ჯერჯერობით ნაკლება რელევანტურია.
„პირდაპირი ხისტი კავშირი და კოლორაცია ნებისმიერი კანონის მოქმედებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არის, რადგნა ეკონომიკას ასახიათებს ერთი მხრივ გარკვეული ინერციონიზმი და მეორე კუთხით ავტონომია. ინერციონიზმი ნიშნავს იმას, რომ წინა პერიოდში არსებული ფაქტორები, გარემოებები და სხვა მიმართულებები, განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარების სიჩქარეს. საზოგადოების ცხოვრების პროცესი შეიძლება ერთი მიმართულებით მიდიოდეს, ხოლო ეკონომიკური პროცესი მეორე მიმართულებით. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. საბჭოთა კავშირის პერიოდიც რომ ავიღოთ, მაშინაც მოსახლოების კეთილდღეობა რაღაც ეტაპზე არც ისე სახარბიელო იყო, თუმცა ეკონომიკა იზრდებოდა. ასე, რომ უცხოური გამჭირვალობის გავლენის შესახებ კანონის პირდაპირი ასახვა და მისი ეკონომიკაში გამოვლენა ჯერჯერობით ნაკლება რელევანტურია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში კანონთან მიმართებაში თუ აგებული იქნება ინვესტიციების და სხვა ფაქტორების დამოკიდებულება, შეიძლება მან გარკვეული გავლენა მოახდინოს დინამიზმზე და კორექცია შეიტანოს განვითარების ვექტორში", - დასძინა არჩვაძემ.
კიდევ ერთი სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ პირველი უარყოფითი შედეგი, გამჭვირვალობის კანონის გამო, ლარის გაუფასურების თვალსაზრისით მიიღო ქვეყანამ.
„გამჭირავლობის კანონი ბოლომდე არ ამოქმედებულა, გუშინ რეგისტრაცია დასრულდა. პირველი ბიძგი ვიგრძენით პირველ დღეებში, როდესაც კანონს განიხილავდნენ. მთავრობამ მიტინგებს და არასამთავრობოებს დააბრალა ლარის გაუფასურება, მაგრამ კურსის დაცმა რეალურად ცუდმა მოლოდინმა გამოიწვია. არ ვიცით მომავალში რა იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ზურგს ვაქცევთ დასავლეთს. კრიტიკის ნიაღვარი მოდის და ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში ჩვენთან მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულები არიან. ეს შეშფოთება შესაძლოა, გადაიზარდოს დასავლური ინვესტიციების შენელებაში, ევროპელი ტურისტების კლებაში და ა.შ. ჩინეთ-რუსული ვექტორის ავირჩევა, ეკონომიკის თვალსაზრისით, დროებით შეიძლება რაღაცის მომტანი იყოს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიანში პერიოდში არ მოიტანს არანაირ დადებით შედეგს", - განაცხადა გივი მომცელიძემ.
რაც შეეხება მშპ-ს ზრდას, გივი მომცელიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარება მოსახლეობაზე მალევა არ აისახება დამ ას წლების სჭირდება.
„ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა და თუ არ ვცდები, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგია, მით უმეტეს ორნიშნა, მაგრამ როგორ აისახება მოსახლოებაზე ეს ცალკე ამბავია.
მოსახლოება ხედავს, რომ სტატისტიკურად ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება, მაგრამ ამას საკუთარ ჯიბეს ვერ ატყობს. შეუძლებელია 1-2 წელში ადამიანმა ეკონომიკური ზრდა იგრძნოს, ამას ბევრად მეტი დროს სჭირდება. უნდა შევხედოთ, 5-10-15 წლის წინ ჩვენ ვცხოვრობით. ახლა ბევრად უკეთესად ვართ, ვიდრე ვიყავით ათწლეულების წინ. რა თქმა უნდა, ჯობია, რაც შეიძლება მცირე იყოს მონაკვეთი ეკონომიკური ზრდის შეგრძნების, მაგრამ ასე არ ხდება და კარგი იქნებოდა, 3-4 წელიწადში ერთხელ გვეგრძნო.
ახლა დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორც ვიყავით 3 წლის წინ, მაგრამ იმაზე უკეთესი სიტუაცია გვაქვს, ვიდრე გვქონდა 10-20 წლის წინ. კი ბატონო, ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ? არა, რა თქმა უნდა, და კიდევ კარგა ხანს არ ვიქნებით ეკონომიკური ზრდით კმაყოფილები", - ამბობს მომცემლიძე.
წყარო: რეზონანსი