თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პუტინი მასთან „ერთ აზრზეა” მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე. თურქეთის პრეზიდენტის სიტყვები თურქულ გამოცემა Daily Sabah-ს მოჰყავს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინი მასთან „ერთ აზრზეა,” რომ მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების ვადები უნდა გაგრძელდეს.
„აგვისტოში თურქეთში პუტინის შეხვედრისთვის ვემზადებით. ერთსა და იმავე აზრზე ვართ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე”, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევების შედეგად შეთანხმება 17 ივლისის შემდეგ იქნება გახანგრძლივებული.