მსოფლიოში ოქროს ფასი მცირედით მატულობს. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 434 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.16%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 68.98 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 1.74%-ით გაზრდილი ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ფასები აქ კლებას განაგრძობს. კერძოდ, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 407 ლარია, 750-სინჯიანი – 305 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 238 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.44 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.51 ლარად არის შესაძლებელი.