"ქართული ოცნება" აღიარებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაა - გია ვოლსკიმ დღეს მედიასთან არც ის დამალა, რომ ხალხისთვის შეთავაზებული ხელფასები დაბალია.

ხელფასებია დაბალი, ადამაინებს კი გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის დიპლომი აქვთ მიღებული - განაცხადა ვოლსკიმ.

ივანიშვილის გუნდში დღეს ასევე ისაუბრეს შრომით მიგრაციაზე და თქვეს, რომ საკუთარ ქვეყანაში მწირი თანხის გამომუშავებას, ხალხი ემიგრაციაში წასვლას ამჯობინებს.

თუ რას სთავაზობენ თავად მოქალაქეებს - ამ კითხვაზე პასუხა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაკანსიების დიდი რაოდენობა არსებობს, არსებობს საწარმოები, რომელიც მუშახელს ითხოვს, თუმცა ვერ შოულობს. 

"ადგილები არსებობს საქართველოში, რომელიც არის შეუვსებელი და ძალიან ბევრი საწარმოს ხელმძღვანელი ჩივის იმას, რომ ვერ შოულობს მუშახელს. დაბალი კვალიფიკაციის, თუმცა არსებობს ვაკანსიების დიდი რაოდენობა - ეს ერთი საკითხია. უმუშევრობის პრობლემა საქართევლოში დგას, ამას არც ხელისუფლება მალავს. 

არ უნდა რა, აქვს ადამიანს უმაღლესი განათლება მიღებული და არ უნდა მაგალითად, რომ ბოთლის მბერავად წავიდეს სამუშაოდ. თუმცა იმდენია სამუშაო, რომ შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში იმუშაონ, მაგრამ ვერ აკეთებენ ამას. მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას ისეთ სამუშაოდ არ აფასებს, რომ მისთვის შესაფერისი იყოს, თანაც ხელფასი 1500 ლარამდეა. ხელფასებია დაბალი, ადამაინებს კი გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის დიპლომი აქვთ მიღებული, ვიდრე შეთავაზებული სამუშაო.  ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ასე ორ სიტყვაში  თუკი ცალკე გამოიტან, გამოდის, რომ მე ვამბობ, რომ არის ადგილები და ხალხი არ მუშაობს, მაგრამ ამას ქვეტექსტები და დინებები გააჩნია. ამიტომ არის სრომითი მიგრაცია - ურჩევნია, კომბოსტო მოკრიფოს და უფრო მეტი ანაზღაურება მიიღოს, იცხოვროს ცუდ პირობებში, ვიდრე საქართველოში იცხოვროს საკუთარ სახლში, მაგრამ ის ანაზღაურება ჰქონდეს, რომელიც მას არ აკმაყოფილებს", - აცხადებს გია ვოლსკი. 

სამუშაო ადგილების სიჭარბეზე საუბრობდა დღეს ირაკლი ჭეიშვილიც -  "ოცნების" წევრი ტელეკამერებსი წინ ირწმუნებდა, რომ ივანიშვილის გუნდი "ყველგან სამუშაო ადგილებს ქმნის".

თქვენ თუ ვერ ხედავთ ახლა, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, აბა რას ვშვებით, ცარიელ შენობებს ვაშენებთ? - თქვა ჭეიშვილმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ.

"რომელი აფრიკული ქვეყანა ჩვენს წინ არვიცი მე არ მინახავს, რა სტატისტიკით სარგებლობთ მე არ ვიცი. ის, რომ უმუშევრობის დონე არის საქართველოში, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს. ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს ვქმნით ყველგან, მთელს საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებდე, რომ უმუშევრობის დონე მინიმუმამდე დავიდეს. უმუსევრობის დონე მინიმუმამდე დადის, როგორ არ დადის. თქვენ თუ ვერ ხედავთ ახლა, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, აბა რას ვშვებით, ცარიელ შენობებს ვაშენებთ? ", - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიხედვით, უმუშევრობის დონით საქართველო 96 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.

ქვეყნების მიხედვით სტატისტიკის მოგროვებაზე პირველ რიგში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) მუშაობს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შვილობილი უწყებაა. 2019 წლიდან ILO-მ უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, დასაქმებულად ითვლებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ხელფასს უხდიან ან თვითდასაქმებულები არიან და შემოსავალს იღებენ (19th ICLS). წინა, 2013 წლის კლასიფიკაციით (13th ICLS), საკუთარი მოხმარებისთვის მუშაობაც დასაქმებად ითვლებოდა. მაგალითად, თუ ადამიანს სოფელში, საკუთარი მოხმარებისთვის მოსავალი მოჰყავდა, დასაქმებულად ითვლებოდა, ახალი მეთოდოლოგიით აღარ ითვლება. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა. უმუშევარი იყო 227 ათასი ადამიანი, რაც სამუშაო ძალის 1,630 ათასი ადამიანის 13.9%-ია. სწორედ ამ მაჩვენებლით იკავებს საქართველო მე-11 ადგილს მსოფლიოს 96 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე საქართველოზე ნაკლები მხოლოდ 10 ქვეყანაშია. მსოფლიოს ზოგიერთი ღარიბი ქვეყნისზე სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი. მათ ნაწილში, მაღალი ალბათობით, უმუშევრობის დონე საქართველოზე მაღალია.

tvpirveli.ge